კახა ბენდუქიძე

ჯაფარიძე ბენდუქიძეზე: რამდენიმე კვირის წინ ვნახე ლონდონში

რამდენიმე კვირის წინ ვნახე ლონდონში. ბ-ნო კახა, როგორ ბრძანდებით - თქო, ვკითხე.

რა ვიცი, აი, ჩვენი ერთ-ერთი კონტრაქტორის ბეტონმზიდის მძღოლი დაუბარებიათ პროკურატურაში და უკითხავთ, რამდენი ტონა ბეტონი მიიტანე აგრარულშიო. ამას უთქვამს შვიდიო. შვიდი როგორ, მანქანა ხომ ათტონიანიაო. კი, მაგრამ შვიდი შემიკვეთეს მხოლოდო. მოდი, გვითხარი, რომ ათი მიიტანე და სამი არ გააფორმესო.

ჰოდა, ახლა ვფიქრობ, სამი ტონა ბეტონის მოტეხვა რომ მდომოდა საკუთარი თავისთვის, წესით ხომ პირიქით, ათი უნდა გამეტარებინაო
და გამიცინა, აი ასე ვარო.

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე რეფორმატორ კახა ბენდუქიძეზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები