ფოკუსი

12 ნოემბერი, 2014

- დისკუსია და დაპირისპირება პარლამენტში - უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა რამდენიმე საკითხზე ცხარედ იკამათეს - ნაციონალური მოძრაობის წევრები გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სტუმრობის შემდეგ დებატების გამართვას ითხოვენ რათა პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავისი აზრიც უთხან. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ოპონენტებს არც ამჯერად ეთანხმებიან.
- კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში გამოუშვეს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არაა.
კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, ზედმეტსახელად ლავასოღლი ბატუმსკი კიევში, ოქტომბრის ბოლოს 2 სხვა კანონიერი ქურდთან ერთად დააკავეს.
- რუსული რადიოსადგური საქართველოში - რაშა თუდეის ახალი ბრენდი რადიო სპუტნიკი საქართველოშიც იმაუწყებლებს. კრემლის პროპაგანდისტულ მედიაზე რუსეთის ბიუჯეტიდან ჯამში 700 მილიონ დოლარამდე იხარჯება, კონკრეტულად ამ რადიოს მთელი ევროპის მასშტაბით საქმიანობისთვის კი 75 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი.
- პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებისათვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათების დაწესების ინიციატივით მერიას იუსტიციის სამინისტრომ მიმართა - ეს ფოკუსს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უთხრა. ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ უწესებს მერია ე.წ. პოლიტპატიმრებს შეღავათს.
- კიევის ცნობით, რუსეთი ქვეყნის სრულმასშტაბიანი ინტერვენციისთვის ემზადება. გაეროს უშიშროების საბჭო შექმნილ ვითარებას უკვე განიხილავს. შეიარაღების გადაადგილებით შეშფოთებულია ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდლობაც. აღსანიშნავია, რომ გენერალ ბრიდლავის ინფორმაციით, მოსკოვმა ოკუპირებულ ყირიმში ატომური იარაღის გადასატანი მოწყობილობები დაამონტაჟა.

კომენტარები