- საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი წარადგინა. ის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მაია ფანჯიკიძის ყოფილი მოადგილეა.
- მოსკოვის პატრის ლუმუმბას ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული წინა კვირას ევროინტეგრაციისთვის შექმნილი საფრთხეების გამო მაია ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა თუმცა მეორე დღესვე დაბრუნდა საგარეო საქმეთა სამინისტროში - დღეს უკვე მინისტრი ბერუჩაშვილი წინა კვირას გაკეთებულ განცხადებებს ემოციურობით ხსნის.
- დარჩებიან თუ არა თავისუფალი დემოკრატების წევრები საპარლამენტო თანამდებობებზე, მას შემდე, რაც ფრაქციამ უმრავლესობა დატოვა - საპარლამენტო უმრავლესობა ვიცესპიკერის პოსტიდან ზურაბ აბაშის გადაყენების შესაძლებლობას განიხიალავს. თავისუფალი დემოკრატები საკუთარი სურვილით პოსტების დატოვებას არ აპირებენ.
- დღევანდელი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2015 წელს პესნია ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით გაეზრდება, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
- პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათით ისარგებლებენ. ისინი 20 თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის მერმა დავით ნარმანიან განაცხადა.




