ფოკუსი

10 ნოემბერი, 2014

- „სიცრუის მანქანაზე" საუბარი პრემიერისგან ადრეც ხშირად მოგვისმენია, მაგრამ ამჯერად ღარიბაშვილის ბრალდებების ადრესატი არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ თავისუფალი დემოკრატების გადაყენებული თუ გადამდგარი მინისტრები აღმოჩნდნენ. ყოფილი ხელისუფლების რეფორმების ქება, შერჩევითი სამართალის აღქმის გამყარება, ლოიალობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ, კეკლუცი პოლიტიკურ პოდიუმზე - ალასანიასა და მისი გუნდისთვის განკუთვნილი ეს ფრაზები ღარიბაშვილის დღევანდელი კომენტარებიდანაა ამოკრებილი.
- ყოფილ პრეზიდენტს კი დღეს ბრალი დაუმძიმეს - მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალი ვანო მერაბიშვილს, ერეკლე კოდუასა და გია სირაძესაც დაუმძიმა. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენამ გამოიწვია.
- დაპირისპირება ახმეტაში - ეთნიკურად ქისტები და ეთნიკურად ქართველები გუშინდელის შემდეგ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთანეთს. ტაბულას ჟურნალისტს ახმეტაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცნაზი დახვდა თუმცა სამართალდამცავ უწყებაში ამ ფაქტს უარყოფენ - სოფლელების ჩხუბი - ასე დაახასიათა დაპირისპირება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
- საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. კაბელების საქმის საკმაოდ დეტალური ცოდნა გამოავლინა - მან იცოდა მათ შორის ისეთი დეტალები, რომელიც პროკურატურის გავრცელებული ინფორმაციიდან არ იკითხება. ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს ციტატა „ტყვია-წამლის ფული არ აქვს". უცნობი რჩება, ვინ გააცნო ყოფილ პრემიერს საიდუმლო საქმის მასალები, სამწუხაროდ მისი შეხვედრების შინაარსი მოქმედ თუ უკვე ყოფილ მაღალჩინოსნებთან, საზოგადოებისთვის და მედიისთვის დიდწილად უცნობი რჩება.
- მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და სავარაუდოდ შემცირებული უმცირესობები - მოქალაქეები ამბობენ, რომ აღმწერთა ნაწილი მოქალაქეს უკითხავად მიაკუთვნებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. გვიჩვენებს თუ არა ეს აღწერა რეალურ სურათს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება ?

კომენტარები