თეორემა

დამრგვალებული საზოგადოება ივანიშვილის ანალიზში

საქართველოს ივერთა გასაოცარი ჯამაჰირიის დიდი ბელადი შფოთავს - როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ მონოლოგში განაცხადა, ჩვენს ქვეყანაში ობიექტური ანალიზის ვაკუუმი გაჩნდა. შემდეგი 20 წლის მანძილზე, ის ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან ბრძოლას აპირებს და ამ მიზნით უკვე ანალიტიკოსების მომზადებაც დაუწყია.

"შევქმენით ასეთი საზოგადოება 2030 და ვთქვათ, 2 წელიწადი, რაც ვთქვი, თანმიმდევრული რომ იყოს, იმ 20 წლიდან რომელსაც მე ვახსენებდი 2 წელიწადი უკვე ამოვწურეთ. ერთი წელი ვიყავი პოლიტიკაში და ერთი წელი რაც წამოვედი იმის შემდგომ, პირობითად 18 დარჩა, არ დავუმატე ვთქვათ 2032 გამოდიოდა, დავამრგვალეთ და საზოგადოება 2030 შევქმენით".

შევიტყვეთ ისიც, რომ სულ მალე, ამავე სახელის გადაცემით მოევლინება საზოგადოებას. როგორც ბრძენკაცი ამბობს, ის გადაცემის წამყვანი არ იქნება, მაგრამ წამყვანებთან ერთად იქნება. ალბათ ისე როგორც მთავრობაში არ არის, მაგრამ მთავრობასთან ერთად არის.

როგორც მონოლოგიდან ირკვევა ბელადი განსაკუთრებით კმაყოფილი მინიტრი ჭიკაიძის მუშაობითაა - ივანიშვილი ფიქრობს, რომ კრიმინალის ზრდის არცერთი ფაქტი არ არსებობს. იგივეს იმეორებს მისი ყოფილი თანაშემწეც - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამოგვიცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ალასანია. პრემიერის თქმით, მან ერთ წელიწადში მოასწრო , ალასანიამ ორ წელიწადში ვერ მოასწრო.

გადაცემის მეორე ნაწილში: თენგიზ ფხალაძე, შოთა დიღმელაშვილი, ნინო დანელია, გიორგი მაისურაძე.

კომენტარები