პენსიის რაოდენობის ზრდა

ონოფრიშვილი: სასურველია, პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზარდოს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სასურველია, პენსია გარკვეული ოდენობით ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზარდოს. ცნობისთვის, 2015 წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება სოციალურად დაუცველი პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიის/სოციალური პაკეტის ზრდა 25 ლარის ოდენობით. 

"შემოთავაზება არის, რომ გარკვეული კატეგორიის დაახლოებით 100 000 ადამიანს პენსია 25 ლარით გაეზარდოს და სხვებს პენსია არ გაეზარდოს. მგონია, ეს არასწორი მიდგომაა. ამაზე ექსპერტებთან კიდევ ვიმსჯელებ. მე მგონია, რომ სასურველია, პენსია ყველას გაეზარდოს გარკვეული ოდენობით და თუ კიდევ შესაძლებელია, განსაკუთრებული კატეგორიის 100 000 ადამიანს კიდევ დამატებით რაღაც ოდენობით გაეზარდოს პენსია. მე ვიცი, რომ უმრავლესობაც ამ საკითხებზე ფიქრობს", - განაცხადა ონოფრიშვილმა. 

კომენტარები