პენსიის რაოდენობის ზრდა

დღეიდან პენსიის რაოდენობა იზრდება

დღეიდან პენსიის რაოდენობა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა. ასაკის პენსიონერთათვის თანხის ოდენობა 125 ლარიდან 150-მდე გაიზარდა. პენსია ამავე რაოდენობის იქნება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთავთვის.

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შეასაძლებლობების მქონე პირთა პენსია 70-ის ნაცვლად, 100 ლარი იქნება. ამავე რაოდენობის იქნება შშმ ბავშვებისა და ბავშვობიდან შშმ პირების პენსიაც.

მარჩენალდაკარგულთა ოჯახის წევრთა პენსია 55 ლარის ნაცვლად 100 იქნება.

რაც შეეხება პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს, მათი სოციალური პაკეტი 62 ლარიდან 107-მდე იზრდება.

სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია კი 272-დან 292 ლარამდე გაიზრდება.

კომენტარები