NATO-საქართველოს ურთიერთობა

საქართველოს პრემიერი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

17 ნოემბერს, ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ვილიამ ლაჰიუმ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

"მხარეებმა ნატო–საქართველოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველომ ნატოს უელსის სამიტის შედეგად მიიღო. ისაუბრეს პაკეტით გათვალისწინებული მექანიზმების იმპლემენტაციაზე. გამოითქვა იმედი, რომ განსაზღვრული მიმართულებების განხორციელებით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდება და ქვეყნის უსაფრთხოება გაიზრდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები