თბილისში იოსებიძის ქუჩაზე ოჯახი გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახში 20 წლის გოგო იმყოფებოდა, რომელიც მძარცველებმა დააბეს და აწამეს. მეზობლების ინფორმაციით, მძარცველებმა წასვლის წინ სახლში გაზი გაუშვეს. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს მათ სახლიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გოგონას წამების ფაქტს უარყოფენ. მათივე ცნობით, გამოძიება 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.
ძარცვა იოსებიძის ქუჩაზე
თბილისში იოსებიძის ქუჩაზე ოჯახი გაძარცვეს

metro.us




