ფოკუსი

7 ნოემბერი,2014

- როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები კრიზისთან გამკლავებასა და ერთმანეთთან ურთიერთობების დალაგებას - უკანასკნელმა საათებმა დახურულ კარს მიღმა, არასაჯარო შეხვედრების ფონზე ჩაიარა. თუმცა შეხვედრების ყველა მონაწილე პოლიტიკოსი არ იყო, ყოველ შემთხვევაში, მოქმედი - როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიზნესცენტრში ირაკლი ალასანია მიიღო - თავდაცვის ყოფილი მინისტრი შეხვერდრის დეტალებს არ ასაჯაროვებს. სავარაუდოდ, ივანიშვილი შეხვდა პრემიერ ღარიბაშვილსაც. თავის მხრივ პრემიერს წუხელ შეხვედრა ქონდა მთავარ პროკურორთან. ჩაისთან სასაუბროდ დღეს გადამდგარი და მოქმედი მინისტრებიც შეიკრიბნენ.

- თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია პარლამენტში 7 კაცით იქნება წარმოდგენილი - გედევან ფოფხაძემ საკუთარი გადაწყვეტილება ერთი საათის წინ გაგვაცნო. ის თავისუფალ დემოკრატებს ტოვებს და უმრავლესობაში რჩება. გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, პარტია არ დატოვა გია ცაგარეიშვილმა. გადანაწილება მიმდინარეობს რეგიონებშიც

- ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კოალიცია დატოვა შალვა შავგულიძემ და ის თავისუფალ დემოკრატებში გადავიდა.

- საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების ვაკანტური თამადებობები სავარაუდოდ მალე შეივსება. პრემიერის თქმით, ის კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარადგენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, გამწვანების აქციაზე ისაუბრა, სადაც მეგობრობის ქუჩაზე მდებარე სკვერში 200 ნერგი დაირგო.

- როგორ შეხვდნენ თბილისში საქართველში მიმდინარე პროცესებზე ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთ კრიტიკულ გამოხმაურებას - დეპუტატები დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებებს აფასებდნენ.
თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი ასე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - „ ქმედებები უფრო მეტყველია, ვიდრე სიტყვები ". შტატებში მიაჩნიათ, რომ საქრთველოში მიმდინარე მოვლენები ევროინტეგრაციას გამოწვევებს უქმნის.

- საერთაშორისო მედია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება - ჟურნალ ეკონომისტის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს უკვე მესამე მშფოთვარე ნოემბერია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში - დასავლურ გამოცემაში ფიქრობენ, რომ ამ კვირაში მომხდარმა პოლიტიკურმა ძვრებმა შესაძლოა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა. კოალიციის შერყევასა და მისი იმიჯის რღვევაზე წერს მეორე დასავლური გამოცემა ფორინ ფოლისიც

 

 

კომენტარები