კვირიკაშვილის და პეტრიაშვილის შეხვედრა

კვირიკაშვილი პეტრიაშვილთან საიდუმლო შეხვედრას უარყოფს

government.gov.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან საიდუმლო შეხვედრას უარყოფს.

კვირიკაშვილის თქმით, მას „თბილისი მარიოტში“ შვეიცარიის ელჩთან, გიუნტერ ბეხლერთან ჰქონდა შეხვედრა და პეტრიაშვილს, როგორც მეგობარს, ისე შეხვდა.

"შემხვდა ალექსი პეტრიაშვილი, ჩემი მეგობარია და ვისაუბრეთ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე. საიდუმლო შეხვედრა რომ ყოფილიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, "თბილისი მარიოტის" კაფე "პარნასში" შედგებოდა?" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სასტუმროს შენობიდან გიორგი კვირიკაშვილი და ალექსი პეტრიაშვილი ერთად გამოვიდნენ. თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები