საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძე: მოვუწოდებ ელჩებს გააგრძელონ მუშაობა, რომ საქმე არ დაზიანდეს

cp.ge

მოვუწოდებ ელჩებს გააგრძელონ მუშაობა, რომ საქმე არ დაზიანდეს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძის განცხადებით მას არ აქვს ინფორმაცია აპირებენ თუ არა ელჩები დაკავებული თანამდებობების დაკავებას.

"მე არ ვიცი, რა ცნობებს ეყრდნობა ეს ინფორმაცია, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ელჩი არის დამოუკიდებელი ფიგურა, თავად გადაწყვეტენ, რა უნდა გააკეთონ. მე ზოგიერთ მათგანთან მქონდა საუბარი და მოვუწოდებ ყველას, გააგრძელონ მუშაობა, რომ საქმე არ დაზიანდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ელჩების გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა ყველა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები