წულუკიანის განცხადება

თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. წულუკიანის თქმით, არ არსებობს კითხები საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით და მის სამინისტროს პრობლემები მუშაობაში არ შექმნია.

"მანამ არ მაქვს და არ მქონია საფუძველი მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებისთვის" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.


შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, თანამდებობები დატოვეს სააგრეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. 

კომენტარები