ევროპარლამენტი

კალაძე: მე არ მგონია, სახალხო პარტიაზე იყოს ყველაფერი დამოკიდებული ევროპაში

ვიცეპრემიერის კახი კალაძის განცხადებით, "მე არ მგონია, სახალხო პარტიაზე იყოს ყველაფერი დამოკიდებული ევროპაში". კალაძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელი სხდომა შეფასა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

"ძალიან კარგად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების გაგრძელება. რაც შეეხება სახალხო პარტიის წარმომადგენლების განცხადებას, დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით, ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივად დამნაშავეები. კონკრეტული საქმეები არის ამ ადამიანების წინააღმდეგ, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, ზოგ საქმეზე დასრულებულია გამოძიება. თუ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, მაშინ მე არ გამოვრიცხავ, დღეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიური გააკეთოს ჩვენმა მაღალი თანამდებობის პირებმა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოხსენებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჰერბერტ სალბერი გამოდიოდა, სახალხო პარტიის დეპუტატებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების წინ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.

კომენტარები