ფოკუსი

3 ნორმბერი,2014

- შეხვედრა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში - სავარაუდოდო ამ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩნოსნების საქმეს განიხილავენ. არსებული ინფორმაციით შეხვედრა პრემიერმინისტრის ინიციატივით იმართება. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე რამდენიმე დღეა მთავარ თემად რჩება. დღეს პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებდნენ.

- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. „ოდეერების" ვინაობის გამოქვეყნებას აგრძელებს. შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრობის პარალელურად, არჩილ ბებიაშვილი, პაატა ჯაჭვაძე და გიორგი გამსახურდია, ნარმანიას ადმინისტრაციაში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად, კანცელარიის უფროსის მრჩევლად და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს პარლამენტს, შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, რამდენად ლეგიტიმურია უშიშროების საკითხებში ოფიცრების ინსტიტუტის მუშაობა.

კომენტარები