ევროპარლამენტი

წერეთელი: ოპოზიციის დევნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ასოცირების შეთანხმებას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის შეფასებით, თუ ქვეყანაში "შერჩევითი სამართალი და ოპოზიციის დევნა გაგრძელდა", კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. წერეთელმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელი სხდომა შეფასა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

"არ იყოს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, არ იყოს ოპოზიციის დევნა, არ იყოს იმგვარი მიდგომები, რასაც ახლა ხედავენ. რა თქმა უნდა, თუ ეს ასე გაგრძელდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ასოცირების ხელშეკრულების საკითხი", - თქვა წერეთელმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოხსენებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჰერბერტ სალბერი გამოდიოდა, სახალხო პარტიის დეპუტატებმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების წინ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.

კომენტარები