კრიზისი უკრაინაში

დონბასში ე.წ. არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ე.წ. არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია.

დონეცკში ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე ალექსანდრ ზახარჩენკომ გაიმარჯვა, ხოლო ლუგანსკში მოსახლეობის უმრავლესობამ იგორ პლოტნიცკის დაუჭირა მხარი. უკვე ცნობილია, რომ დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანლის ინაუგურაცია 4 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ლუგანსკში ხმათა უმრავლესობა სახალხო ორგანიზაციამ „მშვიდობა ლუგანშინას“ მოიპოვა. დონეცკში კი, მოძრაობა დონეცკის რესპუბლიკამ გაიმარჯვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. არჩევნების შედეგები ოფიციალურად აღიარა. მოსკოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი პატივს სცემს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეების არჩევანს.

კიევში დონბასში ჩატარებული ე.წ. არჩევნები უკანონოდ ცნეს. ამავე პოზიციაზე არიან დასავლური ქვეყნები. 

კომენტარები