- საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს - პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შესახებ კანონპროექტი გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი შენიშვნებით დაუბრუნა. პრეზიდენტის რეკომენდაციით, კანონპროექტზე მუშაობის საბოლოო ვადა 28 თებერვლის ნაცვლად 1 დეკემბრით უნდა განისაზღვროს.
- სამართალდამცავები ირაკლი ალასანიას მოადგილეს ალექსანდრე ბატიაშვილს დაკითხავენ. ბატიაშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო თუმცა მალევე ის თავდაცვის სამინისტროში გადავიდა.
საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილია - ყოფილ პრემიერს სურს ალასანიას სახით მართული ოპოზიცია შექმნას, რომელსაც თავად დააფინანსებს.
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ამაღამ გამთენისიისას დაბრუნდება საქართველოში. მას ამ საქმეზე მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
- ხვალ თბილისის მერიაში თანამშრომელთა ატესტაცია იწყება - ამ ატესტაციის გარშემო ეჭვები და ბრალდებები დღემდე გრძელდება. ნაციონალურ მოძრაობაში იმ ადამიანებს არ ენდობიან ვინც ამ პროცესს მეთვალყურეობს. საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ ატესტაცია გამჭვირვალედ ჩატარდება.
- თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს სამი მოწმე დაიკითხა. მოწმეები ბრალდების მხარემ წარადგინა. პროკურატურის განცხადებით, მათ დაადასტურეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრის მომზადებისთვის ხელფასს მერიის ბიუჯეტიდან იღებდნენ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება დაცვის მხარე
- ადვოკატების მტკიცებით, საქმე არა პარტიულ ყრილობასთან, არამედ სამთავრობო შეხვედრებთან გვაქვს, ამ უკანასკნელის ბიუჯეტიდან დაფინანსება კი შეიძლება. სასამართლო პროცესს თავად გიგი უგულავაც ესწრებოდა.
- მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მზაობისა რუსეთის პრეზიდენტი ორმხრივი შეხვედრის გამართვას ნაადრევად მიიჩნევს - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი განმარტავს, რომ ჯერ ორმხრივი ურთიერთობები იმ სფეროებში უნდა დამყარდეს სადაც ეს უკვე შესაძლებელია.
- რუსეთმა და უკრაინამ გაზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმეს - ბრუსელში სამმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა. შეთანხმების ტექსტში განსაზღვრულია როგორც გაზის ფასი, ასევე გაზპრომის დავალიანების გადახდის გრაფიკიც.
კიევში კი არჩევნების შედეგები უკვე გამოაცხადეს - გამარჯვებული პარტიები კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ.




