- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. პატიმრობის შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურატურამ მიმართა, ადვოკატები კი გირაოს ითხოვდნენ. ბრალდებულებს თავდებში მინისტრის 4 მოადგილე უდგებოდა. ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
- ვის უნდა ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, რამდენ ადამიანს უსმენენ და მათ შორის რამდენს კანონიერად - ეს კითხვები დაახლოებით ორი წელია ისმის და მასზე სხვადასხვაგვარი პასუხები აქვთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობო ორაგანიზაციებსა და მოქალაქეებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროულად 25 ათასი ადამიანის მოსმენა და ამ საუბრის ჩაწერა შეუძლია, ინტერნეტზე კონტროლი კი შეუზღუდავია. ანუ ყოველდღიურად, ნებისმიერ დროს, შეიძლება ისმენდნენ ჩვენს პირად საუბარს, ან უყურებდნენ მიმოწერას.
- ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დაკითხვები გრძელდება, თუმცა საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, ამიტომ უცნობი რჩება, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება იმ ცნობილი 315-ე მუხლის ფარგლებში, რაზეც შს მინისტრი და მისი მოადგილე საუბრობდნენ. თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის მზადებასა და კონსულტაციებს აგრძელებს.




