NATO-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: პრემიერი NATO-ს ახალ გენერალურ მდივანს 17 ნოემბერს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს ახალ გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს 17 ნოემბერს, ბრიუსელში შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, 17 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრება, რათა შედგეს საქართველო-ევროკავშირის პირველი ასოცირების საბჭო. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ფანჯიკიძის ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზე არის დანიშნული. 

კომენტარები