ოკუპირებული ტერიტორიები

სოხუმის რეჟიმი: საქართველოს ხელისუფლება სიტუაციას ადეკვატურად ვერ აღიქვამს

travel-images.com

"საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ აფხაზეთისთვის ავტონომიის შეთავაზება საქართველოს შემადგენლობაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არსებულ რეალიებს და რეგიონში შექმნილ სიტუაციას ადეკვატურად ვერ აღიქვამს", - ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო. სოხუმის რეჟიმი მიიჩნევს, რომ ქართული უტოპიური ინციატივები დასავლელ პარტნიორებზეა გათვლილი, თბილისის სამშვიდობო რიტორიკა კი ნდობას არ იწვევს.

"აფხაზეთი მყარად დაადგა დამოუკიდებლობის გზას და ჩვენს შემდგომ ქმედებებს საქართველოს მხრიდან მეგობრობისა და ძმობის უკვე მობეზრებული შემოთავაზებების გარეშე დავგეგმავთ", - ნათქვამია სოხუმის რეჟიმის საგარეო უწყების განცხადებაში. 

ღარიბაშვილის წინადადებებს გამოეხმაურნენ ცხინვალშიც. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ ცხინვალს ეს არაფრისმომცემი საუბრები არ აინტერესებს და სამხრეთ ოსეთი უკვე 25 წელი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ე. წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა კი ღარიბაშვილის განცხადებას ყოველგვარ აზრს მოკლებული და ანეკდოტური უწოდა.

კომენტარები