ქართული ოცნება

მარგველაშვილი: ალასანია არის ეფექტური მინისტრი

"ალასანია არის ეფექტური მინისტრი, ალასანიას მიერ განხორციელებული რეფორმები ჯარში და მისიებში არის ძალიან მაღალი ხარისხით შეფასებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ. მე მინდა გაგახსენოთ, რომ ის სტატუსი, ნატოსთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალებისა, რომელიც მივიღეთ უელსში არის გამომდინარე სწორედ ამ რეფორმებიდან...როგორც მინისტრი მისი შეფასება შეიძლება როგორც მაღალი ხარისხის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელისა", - საკუთარი დამოკიდებულება თავდაცვის მინისტრის მიმართ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქვა. 

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ალასანიას უწყებაში კორუფციის ბრალდებით დაკავებული 5 მაღალჩინოსანის საქმიდან გამომდინარე, ის არ ფიქრობს რომ ალასანია გადადგომას აპირებს. 

შეკითხვაზე, უკავშირებს თუ არა პრეზიდენტი ალასანიას გუნდის პოზიციას მოსმენის კანონთან დაკავშირებით, მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებას, მარგველაშვილმა განმარტა, რომ კოალიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა დაშვებულია და რომ თავად მინისტრობის პერიოდშიც არაერთხელ შეხვედრია წინააღმდეგობას დეპუტატებისაგან კონკრეტულ კანონპროექტებთან მიმართებაში.

კოალიცია გულისხმობს იმას, რომ არ არის ერთი უნიფიცირებული სტრუქტურა, არამედ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალების თანაარსებობა, - განმარტა მარგველაშვილმა. "დისკუსია და დემოკრატიული აზრების განსხვავებულება არ გამორიცხავს კოალიციას". 

კომენტარები