ოკუპირებული ტერიტორიები

მარგველაშვილი: მზად ვართ პუტინთან შესახვედრად

"მზად ვართ პუტინთან შესახვედრად, თუ ეს შეხვედრა იქნება იმ თემებზე, რომელიც ეხება საქართველოს და რომელიც ეხება რუსეთს. საქართველო არის რუსეთის აგრესიის ქვეშ", - საკუთარი პოზიცია პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პუტინთან სავარაუდო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დააფიქსირა. 

"რეგიონში მუდმივად დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რუსეთის საზღვრებთან არაკონტროლირებადი კვაზისახელმწიფოების წარმოქმნა, რუსეთის დაპირისპირება მის ირგვლივ განლაგებულ მეგობრულ ერებთან, საბოლო ჯამში არაფრამდე ამ კონტექსტს არ მიიყვანს. ჩვენ ვთავზობთ რუსეთს კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის კვალობაზე. ეს არის ძალიან ნათლი, ჩვენ მზად ვართ ამის განხილვისათვის და ჩვენ ისიც ვიცით, რომ ნებისმიერი პროქტი რომელიც მიმართულია ამის საწინააღმდეგოდ, ადრე თუ გვიან, ამ პროექტს მომავალი არ გააჩნია", - თქვა პრეზიდენტმა. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუსას მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გააქტიურდეს. 

"[ფორმატმა] სადაც საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით საუბრობენ მეტი სიმძაფრე და სიმკვეთრე უნდა მიიღოს", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მან ასევე დაამატა, რომ ამჟამად არსებული სიტუაცია იძლევა ამ თემის გააქტიურების შესაძლებლობას. 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოვლენები 2008 წლის ექო იყო და რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა სამმხრივ ფორმატში უნდა გაერთიანდნენ. 

კომენტარები