უშიშროების საბჭო

უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-აფხაზეთის ინტეგრაციის ხელშეკრულება განიხილეს

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გასაფორმებელ მოკავშირეობის ხელშეკრულებასა და მის თანმდევ საფრთხეებზე იმსჯელეს. სხდომას პრეზიდენტთანნ და პრემიერთან ერთად მინისტრთა კაბინეტი და სპეციალურად მიწვეული სამი კომიტეტის ევროპასთან ინტეგრაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრო.

უშიშროების საბჭოზე მთავარი მომხსენებლები მაია ფანჯიკიძე და პაატა ზაქარეიშვილი იყვნენ. ფანჯიკიძის განმარტებით, მან პრეზიდენტსა და პრემიერს ანგარიში ჩააბარა იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით იმუშავა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.

უშიშროების საბჭოს შეკრება დადებითად შეაფასეს სამი კომიტეტის თავმჯდომარეებმაც. მათი თქმით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან სხვადასხვა უწყებებს შორის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა მოხდა.

აქამდე პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს სხდომა  მხოლოდ ერთხელ გაიმართა და ნატოს უელსის სამიტს მიეძღვნა. პრემიერი ღარიბაშვილი მაშინ სხდომას არ დასწრებია. პრეზიდენტის სასახლეში ვერ მივიდნენ თავდაცვის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

კომენტარები