უკრაინა

უკრაინაში ხმათა 80 პროცენტის დათვლის შედეგად პირველ ადგილზე სახალხო ფრონტია

უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა გრძელდება.

ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შედეგად 21, 94 პროცენტით კვლავ პრემიერ იაცენიუკის სახალხო ფრონტი ლიდერობს. მას ოდნავ ჩამორჩება პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკი 21, 6 პროცენტით.

რადაში ასევე გადიან გაერთიანება სამოპომიჩი, ოპოზიციური ბლოკი და ბატკივშჩინა. სახალხო ფრონტი აცხადებს, რომ ყველა დემოკრატიულ ძალას კოალიციის ფორმირების თაობაზე მოლაპარაკებებს სთავაზობს.

კომენტარები