აფეთქება ზუგდიდში

ზუგდიდში აფეთქების შედეგად, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა

რუსთავი 2

ზუგდიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შენობა აფეთქდა. მასში სამეგრელოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ადმინისტრაციაც იყო განთავსებული. შენობის მეორე სართულის დემონტაჟი გუშინ გვიან ღამითვე მოახდინეს. აფეთქების შედეგად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დაიღუპა. 32 წლის მამაკაცი საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა და ნგრევის შედეგად ჩამოვარდნილი სინკარის ქვეშ მოყვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩამონგრეულია შენობის ერთი კედელი და დაზიანებულია ნაგებობის შიდა ინფრასტრუქტურა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქმე უბედურ შემთხვევას ეხება და ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის კვალი არ არის. მისი განმარტებით, უბედური შემთხვევა წყლის გამაცხელებელი ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმაც მდებარეობს. 

კომენტარები