- საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ორი წელი შეაჯამა და ამ დროის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. პრემიერმინისტრმა მნიშვნელოვანი დრო წინა მთავრობის მიერ დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობაზე საუბარს დაუთმო და ახალი მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები ჩამოთვალა.
- ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს საღამოს 6 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ჩატარდება და მას პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან.
- ნაციონალურმა მოძრაობამ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრაზე 15 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. დაგეგმილი აქციის მიზანია რუსეთის ქმედებებისა და რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების გაპროტესტება
- ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სადავო მეჩეთის წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნება. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდგე განაცხადა. კომისიის მუშაობაში სპეციალისტები ჩაერთვებიან და გადაწყვეტილება მათი დასკვნის მიხედვით იქნება მიღებული.




