უკრაინაში საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი დროით 16 საათისთვის ამომრჩეველთა გამოცხადების მაჩვენებელმა, 198-დან 127 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, 40,42 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება.
აქტივობის ყველზე დიდი მაჩვენებელი დასავლეთ უკრაინის რეგინებში, ყველაზე დაბალი კი ლუგანსკის, დონეცკისა და ოდესის ოლქებში დაფიქსირდა.
არჩევნები არ ტარდება ოკუპირებულ ყირიმში, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების 15 საარჩევნო ოლქში.
არჩევნებში 29 პოლიტიკური პარტია და 3 ათასზე მეტი მაჟორიტარი კანდიდატი მონაწილეობს.





