კონსერვატორია

ყვარელში პრემიერის დაცვა სტუდენტებს ფესტივალზე არ უშვებდა

რეზო კიკნაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

როგორც კონსერვატორიის რექტორი, რეზო კიკნაძე facebook-ის პირად გვერდზე წერს, მას სტუდენტებმა დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ფესტივალზე პრემიერმინისტრის დაცვა სტუდენტებს არ უშვებდა.

"სტუდენტებმა დამირეკეს თელავიდან: ფესტივალის დახურვაა დღეს და კონცერტზე არ უშვებენ! ფესტივალის მენეჯმენტს ვურეკავ და - პრემიერმინისტრის დაცვა კატეგორიული და შეუვალიაო; მინდა ხმა მივაწვდინო ვინნეს ამ დაცვიდან ან მათი უფროსობიდან და უმორჩილესად ვთხოვო, ნუ დაჩაგრავენ ახალგაზრდებს (ეს ფესტივალი მათთვისაა პირველ რიგში!) და შეუშვან, ქანდარაზე მაინც"! - წერს კიკნაძე.

მოგვიანებით, facebook-ის იმავე სტატუსის ქვეშ, გაჩნდა საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მანანა თოქმაჯიშვილის კომენტარი, რომ „დასწრების ყველა მსურველი დარბაზშია".

კომენტარები