რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

ალასანია: დაიწყება ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა

irakli alasania official /facebook.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრის მიერ უწყებებისთვის მიცემული დავალება შეაფას. მისი თქმით, რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ღონისძიებების გეგმა უნდა შემუშავდეს.

გეგმის შემუშავება მთავრობას ორშაბათამდე დაევალა. თავდაცვის მინისტრის თქმით, გეგმის განხორციელებაში ყველა სახელმწიფო უწყება იქნება ჩართული.

"დღეს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის გაფართოებულ სხდომაზე განვიხილეთ აფხაზეთში ანექსიის დაწყებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ჩვენი ხედვები მივაწოდეთ პრემიერმინისტრს და პრემიერმაც ამის შესაბამისად დაავალა უსაფრთხოების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ორშაბათამდე მოამზადოს გაწერილი პოლიტიკური გეგმა საგარეო აქტიურობების შესახებ – თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ანექსიის ამ პროცესს ყველა სახელმწიფო უწყება. ამის შემდეგ დაიწყება უკვე ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, აგრესიულში აქტიურობას გულისხმობს.

კომენტარები