რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება

ზაქარეიშვილი: რუსეთთან ხელისუფლების პოლიტიკა ცალსახად წარმატებულია

ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ბოლო ორი წლის მანძილზე რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა „ცალსახად" წარმატებული იყო, ისევე როგორც "ცალსახა" წარმატების ნიშნად მიაჩნია ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. 

„ღარიბაშვილი ლაპარაკის დროს პოლიტიკას ახორციელებს. მისთვის მნიშვნელოვანია რას იტყვის რუსეთზე, იმიტომ, რომ მან ორი წლის მანძილზე დაიცვა საქართველო რუსეთისაგან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთი წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია. ნახეთ როგორი აგრესიულია რუსეთი. ვერც ერთმა საქართველოს ხელისუფალმა, არავისზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ ვერ აიცილა საომარი მოქმედებები პირველი ორი წლის განმავლობაში. ამიტომ ეს არის უდიდესი მონაპოვარი საქართველოსთვის, რომ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვუმკლავდებით ძალიან რთულ გამოწვევებს. მათ შორის რიტორიკის დონეზე" - განაცხადა ზაქარეიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას.

ავტორის კითხვას, მიაჩნია თუ არა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა წარმატებულად ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთთან მიმართებით, მინისტრმა უპასუხა - „ცალსახად".

„აფხაზეთში ვითარება იგივეა. დღეს აფხაზებმა თვითონ გაართულეს ვითარება და ეს კარგია. რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, ხედავს რომ საქართველო მიდის ევროპისაკენ. ცალსახად, მკაფიოდ მიდის ევროპისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ გვაბრალებენ პრორუსულ პოლიტიკას, რატომ გააკეთა რუსეთმა ეს, რომ მას უნდა რომ აფხაზეთი მაინც დაიტოვოს" - თქვა ზაქარეიშვილმა.

მინისტრმა ავტორის კითხვას, არის თუ არა მათთვის რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობის წარმატების ნიშანი, ზაქარეიშვილმა ასევე უპასუხა: „ცალსახად".

კომენტარები