მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

სააკაშვილი გეგეშიძეს: გისურვებდით აზრის თავისუფლად გამოხატვა შეგეძლოთ

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil?fref=ts

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვაშინგტონში, აშშ-ში, კატონის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ კომუნიზმიდან გარდასვლის 25 წელს ეძღვნებოდა. სააკაშვილმა ისაუბრა მისი მთავრობის მიერ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, კორუფციის აღმოფხვრასა და მენტალობის ცვლილებაზე. მისი თქმით მთავრობის მთავარი მიღწევა ახალგაზრდობის მმართველობაში ჩართვა იყო, რამაც ახალი მენტალობა შემოიტანა ქვეყნის განვითარების გზაზე. 

"ჩემთვის დემოკრატიის კრიტერიუმი არაა ფორმალურად დამოუკიდებელი მედია, ან  ფორმალურად თავისუფალი  არჩევნები, არამედ  მთავარი ზევით მიმართული სოციალური მობილობაა, საქართველოს იმიგრაციას დადებითი ბალანსი ქონდა ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, რუსეთთან ომის შემდგომი პერიოდის, 2009 წლის გამოკლებით, ვინაიდან ახალგაზრდობამ შეწყვიტა ქვეყნის დატოვება მიუხედავად მთლიანი შიდა პროდუქტის და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის დაბალი მაჩვენებლისა, და ამის მიზეზი იყო ის რომ ახალგაზრდობამ დაინახა შესაძლებლობები ქვეყანაში", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. შეკითხა ასევე დასვა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძემ.  გეგეშიძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა არასრული და გამრუდებული სურათი წარმოაჩინა. 

"მე მაქვს შენიშვნა და არა შეკითხვა, ბატონო პრეზიდენტო მიუხედავად ჩემი პატივისცემისა თქვენი პიროვნების მიმართ, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მე უნდა ვთქვა რომ მე მოველოდი თქვენი მხრიდან უფრო სრული სურათის წარმოჩენას იმის გარშემო რა მოხდა და რა ხდება საქართველოში, თქვენ გამოსვლაში მე წარსულის და აწმყოს გამრუდებული სურათი დავინახე. რა თქმა უნდა ტრანსფორმაციამ 2003 წლის შემდეგ ცვლილების სურათი მოიტანა საქართველოში, სინათლე გვქონდა, ქუჩები უსაფრთხო იყო და საჯარო სექტორი კორუფციისგან გასუფთავდა, მაგრამ როგორც  აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არაა. სამწუხაროდ ეს ცვლილებები მოტანილ იქნა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერების მეშვეობით, დემოკრატიული ინსტიტუტების და ხელისუფლების გადანაწილების დასუსტების ხარჯზე. რამაც გარკვეულ ეტაპზე ძალაუფლების უზურპირებამდე მიგვიყვანა. სწორედ ამიტომ დასრულდა 2012 წლის არჩევნები იმ შედეგით რა შედეგიც მას ქონდა. ჩემი კითხვაა, თუ შეგიძლიათ რომ ახსნათ რატომ მისცა ხალხმა თქვენს წინააღმდეგ ხმა 2012 წელს? თქვენი თქმით ეს ფსევდომენტალობის ბრალია რაც საქართველოსთვის ძალიან შეურაცმყოფელი განცხადებაა, ვინაიდან ეს გულისხმობს ქართველების მენტალობის ჩამორჩენილობას რომლებიც ვერ ხვდებიან თუ რა არის პროგრესი და რას მიჰყავთ ისინი ცხოვრების უკეთეს დონემდე, თუმცა რაც დავინახეთ ისაა, რომ მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო მმართველობის თქვენი სტილი", - განაცხადა ელჩმა. 

ელჩის შეკითხვას მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ნებისმიერი მთავრობა, რამდენად წარმატებულიც არ უნდა იყოს ის კარგავს პოპულარობას. 

"მე ვუპასუხებ ამ შეკითხვას ისე, როგორც ლი კუან იუმ თქვა თავის ბოლო წიგნში, მან თქვა რომ ნებისმიერი წარმატებული მთავრობა, განსაკუთრებით ყველაზე წარმატებული მთავრობა გადარჩეული იქნება ხელისუფლებიდან მაქსიმუმ 10 წელიწადში, თავისუფალ არჩევნებში, ვინაიდან ხალხს ცვლილების ნახვა სურს და რაც უფრო წარმატებულია მთავრობა მით უფრო მოისურვებს ხალხი ცვლილების დანახვას და მან დაამატა რომ სწორედ ამიტომ არ დაუშვა თავისუფალი არჩევნები სინგაპურში. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ დავუშვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მივეცით ხალხს არჩევანი და ხალხმა მისცა ხმა იმას რაც იქნებოდა უკეთესი, რა თქმა უნდა არჩევნებს აქვს შედეგები და ჩემი ხალხი ძალიან ამაყია ქართველი ხალხით. როდესაც მე ფსევდომენტალობაზე ვსაუბრობ მე ვგულისხმობს კორუმპირებული ელიტის მენტალობას, რომელთა ნაწილიც ახლა დაბრუნდა ჩემი ქვეყნის სათავეში.მაგრამ რა თქმა უნდა აქ არ ვიჯდებოდი და დღეს ფეისბუქზე ჩემს თანამემამულეებს არ მივმართავდი ჩვენი მომავალი პროგრამით,მე ამას არ გავაკეთებდი რომ არ მჯეროდეს ჩემი ხალხის კრეატიული ძალის, ვინაიდან ეს რეფორმები და ადგილები რაც ჩვენ შევქმენით, მე ჩემი ხელით არ შემიქმნია, ეს ჩემმა ხალხმა შექმნა და მე მათით ვამაყობ. ბატონო ელჩო, მე თქვენი არ მშურს,  აქ ბევრი ყოფილი ელჩია და მათ უფრო  მეტი თავისუფლება აქვთ თქვან ის რასაც ისინი თავად ფიქრობენ და გისურვებთ რომ იყოთ სიტუაციაში როდესაც თქვენც მოგეცემათ თავისუფლება თქვათ ის რასაც ფიქრობთ. 

თქვენ თქვით რომ რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არაა, რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი რაც ბრწყინავდა ოქრო არ იყო ჩემი ხელისუფლების პერიოდში, თუმცა ხომ ბრწყინავდა? ის რაც მიესადაგება დღევანდელ სიტუაციას არის შემდეგი: თუ ის გამოიყურება როგორც გარკვეული სუბსტანცია და ყარს ისე როგორც გარკვეული სუბსტანცია, ეს მოცემულობაა. არ ვიცი სუნი გაწუხებთ თუ არა მაგრამ ეს აწუხებს ჩემი თანამემამულეების უმრავლესობას თითქმის ყველა გამოკითხვის მიხედვით, ხალხი ფიქრობს მათი ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება. ეს აწუხებს საქართველოს მეგობრებს საზღვრებს გარეთ და ეს ჩემზე უკეთ იცით ვინაიდან ამ ქალაქში ხართ", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილი გამოსვლის ნახვა შესაძლებელია კატონის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე

კომენტარები