მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

მიხეილ სააკაშვილი კონკორდია სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის კონკორდია სამიტის გახსნას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე ისაუბრა. 

"მსოფლიო ბანკის ინდექსით პატარა ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველომ 137-ე ადგილიდან მეცხრე ადგილზე გადმოინაცვლა. განვითარებადმა ქვეყანამ პირველად შეძლო ათეულში შესვლა. მსოფლიო ბანკის ათი წლის მონაცემებით, ჩვენ გავხდით ნომერ პირველი რეფორმატორი. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი საბაჟო პროცედურები, ასევე ქონების რეგისტრაციის და ID ბარათების გაცემის ყველაზე სწრაფი სერვისები. ჩვენ გავუძელით ემბარგოებს, განვვითარდით, გავიზარდეთ და უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გავხდით. ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობასაც და ევროპაში ყველაზე ნაკლებად კრიმინალური ქვეყანა ვართ. ჩვენ შექმენით ისეთი ძლიერი ინსტიტუტები, რომ როცა ახალი მთავრობა მოვიდა მათთვის ძირის გამოთხრის ძალიან მკაფიო პროგრამით, მაინც ვერაფერი მოუხერხა მას", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. მათ დიცსა და დვანში ე.წ საზღვრის გადმოწევაზე ისაუბრეს. 

კომენტარები