მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში

სააკაშვილი: რუსეთის ჯარები რეგიონს უახლოეს წლებში დატოვებს და ეს გარდაუვალია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარები რეგიონს უახლოეს წლებში დატოვებს და ეს გარდაუვალია.

"მან მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრი ქვეყანა აიღო სწორედ შიდა დივერსიების, პროვოკაციებისა და ყველანაირი მეთოდის გამოყენების გზით. ის, რაც საქართველოში ხდება, საერთოდ არაა ახალი - მეტიც, საქართველოს ამ დამპყრობელთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოს აქვს ბევრ დამპყრობელთან ურთიერთობის გამოცდილება, მაგრამ რუსეთთან ბოლო საუკუნეების განმავლობაში დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება იმისა, თუ რა ტიპის ძალასთან გვაქვს საქმე. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, მას მოუწევს ჯარების გაყვანა მთელი კავკასიიდან და მას მოუხდება ამ რეგიონის დატოვება. ესაა, პრინციპში, აბსოლუტური გარდაუვალობა უახლოეს წლებში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები