პრემიები

იმერეთის რეგიონში 2013 წელს პრემიის სახით 4 501 901 ლარი გაიცა

იმერეთის რეგიონის 11 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გასულ წელს პრემიის სახით დაახლოებით 4 501 901 ლარი გაიცა. აღნიშნულს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. იმერეთის რეგიონში პრემიის სახით ყველაზე მეტი 1 870 045 ლარი ქუთაისის მერიაში გაიცა.

კვლევა ასევე შეიცავს მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგებლობით ხარჯების, შესყიდვებისა და ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოების მფლობელობაში მყოფი ავტომობილების ღირებულება 30 000-დან 60 000 ლარამდე მერყეობს.

ორგანიზაციამ კვლევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიწოდებული საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა, აღსანიშნავია, რომ მონაცემები არასრულია.

კომენტარები