განზრახ მკვლელობა

შსს-მ ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. შსს-ს ცნობით, წარსულში ნასამართლევი, 1994 წელს დაბადებული მიშა შ. ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 15 ოქტომბერს, გვიან ღამით, სოფელ დარჩელში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ტაქსის მძღოლს - 1976 წელს დაბადებულ გოდერძი შ-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მიშა შ. შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილის კუთვნილი ავტომობილით მიიმალა, მოგვიანებით კი ავტომანქანა მეზობელ სოფელში - ახალ კახათში მიატოვა. სამართალდამცველებმა მიშა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, დარჩელი-ორსანტიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)" - აცხადებს შსს.

ამასთან, უწყებამ ტაბულასთან საუბარში უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ამნისტირებული პატიმარია.

კომენტარები