საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა: მცხეთის მიმართულებით მატარებელი უფასოდ იმოძრავებს

საქართველოს რკინიგზა
railway.ge

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 14 ოქტომბერს თბილისი-მცხეთა-თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები შესრულდება და მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან მატარებლები შემდეგი განრიგით გავა:

09:05 სთ, 11:00 სთ, 13:00 სთ, 16:00 სთ, 17:30 სთ და 20:00 სთ.

მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები შემდეგი განრიგით დაბრუნდება:

09:50 სთ, 11:45 სთ, 13:45 სთ, 16:45 სთ, 18:15 სთ და 21:00 სთ.

კომენტარები