აფხაზეთში მიწების გასხვისება

ბარამიძე: აფხაზეთში მიწების გასხვისებაზე ზაქარეიშვილის განცხადება სახიფათოა

timer.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე აფხაზეთში მიწების გასხვისების შესახებ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას ეხმაურება და მას აბსურდულს და სახიფათოს უწოდებს. მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ აფხაზეთში ყველა ქმედება, მათ შორის, მიწების გასხვისებაც უკანონოა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გუშინ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთში უძრავი ქონების და მიწების გასხვისების აკრძალვა გაუქმდება, ეს ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ უნდა აღიქმებოდეს.

2014 წლის ბოლომდე აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმება უნდა გაფორმდეს, რომლის ტექსტიც ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ სურკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება სხვა საკითხებთან ერთად აფხაზეთში მიწების გასხვისების აკრძალვის გაუქმებასაც გულისხმობს.

კომენტარები