გორის დილა

მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გორის დილამ ვარჯიშზე უარი განაცხადა

wikipedia.org

9 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბმა გორის დილამ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე გუნდმა ვარჯიშზე უარი განაცხადა.

გორის დილას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში სადაც უკვე რვა ტური მიილია გორის „დილა“ მესამე ადგილს იკავებს. მიუხედავად გუნდის წარმატებული სტარტისა, კლუბში ფინანსური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და დავალიანება ოთხ თვეს შეადგენს.

მიუხედავად ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან იმედისა, კვლავ გაურკვეველი მდგომარეობაა კლუბში. 9 ოქტომბერს გუნდმა ვარჯიშზე უარი განაცხადა, რაც აღნიშნული პრობლემებიდან არის გამოწვეული. 10 ოქტომბერს თ. ბურჯანაძის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში ფეხბურთელები მედიის საშუალებებთან გააკეთებენ განცხადებას, შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება.

მივმართავთ ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც სულერთი არ არის „დილას“ მომავალი. გთხოვთ მობრძანდეთ და დავდგეთ ერთად", - ნათქვამია გორის დილას ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები