გორის დილა

გორის დილა რაპიდთან შინ 0:3 დამარცხდა

wikipedia.org

29 აგვისტოს, გორის დილა ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი გამართა ვენის რაპიდთან და ანგარიშით 0:3 დამარცხდა. გორელებმა, რომლებიც ავსტრიულ გუნდთან ორი მატჩის ჯამში ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ, ევროსარბიელზე გამოსვლა ამით დაასრულეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გორის დილამ თავიდანვე შეუტია მეტოქეს, თუმცა უშედეგოდ.პირველი ტაიმის ბოლოს გორელტა კარში პირველი გოლი ლუის შაუბმა გაიტანა.მეორე ტაიმში გოლით დააგვირვინა სწრაფი კონტშეტევა მარსელ ზაბიცერმა (63 წუთი). მატჩის საბოლოო ანგარიში (0:3) შეცვლაზე შემოსულმა ბრაინ ბეჰრენდტმა დააფიქსირა, რომელმაც გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა.

 

კომენტარები