გორის დილა

გიორგი დევდარიანი გორის დილადან წავიდა

გიორგი დევდარიანი
ალექსანდრე ისკანდაროვი

გიორგი დევდარიანი გორის დილას მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამის შესახებ, ახალგაზრდა სპეციალისტმა ყველა სიახლესთან ინტერვიუში ისაუბრა.

კლუბის ხელმძღვანელობა ჩემმა მუშაობამ არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ, - ასე ასაბუთებს დევდარიანი გორული კლუბიდან წამოსვლას.

"კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება სულ უფრო ხშირად მესმოდა და, როგორც ვთქვი, გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ მე ვარ და სხვა მწვრთნელის ხელში გუნდი უკეთ განვითარდება. 

გაურკვევლობაში ყოფნა ძალიან ძნელია. როცა ფეხბურთელმა არ იცის, გაგრძელდება თუ არა დაფინანსება, დარჩება თუ არა კლუბში და ა.შ., მოტივაცია როგორ უნდა გამოძებნოს?" - აცხადებს გიორგი დევდარიანი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დევდარიანი გორის დილაში ივნისის დასაწყისში მოვიდა, მას შემდეგ კი გუნდმა ევროპის ლიგაზე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. ევროტურნირებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე დაბრუნებულ გორულ კლუბს, ბოლო პერიოდში ჩავარდნა ჰქონდა და დაბალშედეგიანობას აჩვენებდა.

კომენტარები