ინტერვიუ პრეზიდენტთან

მარგველაშვილი: სჯობია, ერთმანეთთან ტელევიზიით დიალოგებს მოვერიდოთ

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს. მისი თქმით, "სჯობია, ერთმანეთთან ტელევიზიით დიალოგებს მოვერიდოთ".

"ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე 10 თვეა, არ მქონია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ჩემზე, როგორც პოლიტიკურ ფიგურაზე, შეიძლება დავახასიათოთ იმ ღია განცხადებებით, რომლებიც ბატონმა ბიძინამ გააკეთა. მის ორივე განცხადებაში იყო ჩემი კრიტიკა, რომელსაც ვერც ვუპასუხებ, რადგან არც მის კრიტიკაში იყო პოლიტიკური კონტექსტი. არსად არ არის ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მე სხვა პოლიტიკური ორიენტირი ავირჩიე. საუბარია ისევ პირადი ურთიერთობებიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე, შეგრძნებებზე, ემოციებზე... ამაზე პოლიტიკოსები არ უნდა საუბრობდნენ. ჯერ ერთი, ასეთ თემებზე ძალიან ძნელია ლაპარაკი ტელევიზიით და მეორე - ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პირადი ურთიერთობიდან რაღაც ნაწილი ამოვგლიჯო. სჯობია, ერთმანეთთან ტელევიზიით დიალოგებს მოვერიდოთ", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

კომენტარები