კრიმინალი

შსს-მ მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კობა ე. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 4 პირთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, 150 ლარი და მედლები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა კობა ე. 8 ოქტომბერს ზუგდიდში დააკავეს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი, გატაცებული მედლები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
 
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები