საქართველოს ბანკის ჰოლდინგის კუთვნილმა სამედიცინო კორპორაცია ევექსმა 60-საწოლიანი კლინიკა ტრავმატოლოგის 100%-იანი წილი შეიძინა. ევექსის წარმომადგენლის თქმით, საავადმყოფო პროფილს შეინარჩუნებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსი საქართველოს ბანკის კუთვნილი ჩემი ოჯახის კლინიკის რებრენდინგის შემდეგ ჩამოყალიბდა. კორპორაცია ქვეყნის ხუთ რეგიონში ოპერირებს და 38 სამედიცინო დაწესებულების მფლობელია. კომპანიის საწოლფონდი 2 140 საწოლს შეადგენს. ევექსი მომავალშიც აპირებს საკუთარი რეფერალური და ამბულატორიული კლინიკების ქსელის გაფართოებას.
სამედიცინო კორპორაცია ევექსი საშუალო საფასო სეგმენტის მომხმარებელზე გააკეთებს აქცენტს.
საქართველოს ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფი ამ გარიგების შემდგომ საქართველოს სამედიცინო სექტორის 22%-ის მფლობელი გახდა. 2014 წლის დასაწყისში ევექსი საავადმყოფოების ბაზრის 14%-ს ფლობდა.