თეორემა

რატომ არ სურს ხელისუფლებას მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვა

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, რომელიც გუშინ რუსთავი ორის ეთერში გამოქვეყნდა პროკურატურისა და მწამებელი ბედუკაძის თანამშრომლობას ეხება. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით პროკურატურამ ამ ჩანაწერზე კომენტირებისგან თავი შეიკავა, თუმცა არც უარუყვია. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ სატელეფონო ჩანაწერი, სადაც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ბედუკაძეს თეთრაძის საქმეზე ჩვენების მიცემას სთხოვს.

საგულისხმოა, რომ თეთრაძის საქმეზე ახალაიას ბრალი ივლისის დასაწყისში წარუდგინეს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ სხვა საქმეზე წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურებოდა და მისი გათავისუფლება მოუწევდათ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც მოთხოვა.

იმავე რეზოლუციაში საუბარი იყო მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დაუყოვნებლივ ამოქმედებაზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა გამოგვიცხადეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას სავალდებულო ძალა არ აქვს და ისინი ამ მოთხოვნათა შესრულებას არ აპირებენ.

ამ თემებზე ვსაუბრობთ საქართველოს დამოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელთან, იურისტ გიორგი მშვენიერაძესთან.

კომენტარები