ახალი ტექნოლოგიები

Facebook-მა შესაძლოა საკუთარ ფუნქციებს ფულადი ანგარიშსწორებაც დაამატოს

Reuters

PayPal-ს, Venmo-სა და სხვა ფულადი ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების საიტებს შესაძლოა Facebook-ის სახით მსხვილი კონკურენტი გამოუჩნდეს. ფუნქცია სავარაუდოდ Facebook Messenger-ის მეშვეობით ამოქმედდება.

საიტის ახალი ფუნქციის შესახებ პირველი ფოტოები სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ენდრიუ ოდმა გაავრცელა. სქრინშოტიდან ჩანს, რომ Facebook Messenger-ის არსებულ სადებეტო ბარათებთან მიბმა მოხდება, რის შემდეგაც მომხმარებელს ფულადი ანგარიშისწორება პირდაპირ ჩეთიდან შეეძლება. Facebook-მა გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ მიმართულებითაც მუშაობენ.

PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი დევიდ მარკუსი Facebook-ში მობილური აპლიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მისი თქმით, კომპანია მომხმარებელს ახალი მიმართულების მომსახურებას შესთავაზებს. 

კომენტარები