მკვლელობა ქუთაისში

ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

www.supremecourt.ge

ქუთაისში, 22 წლის მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს, ლაშა ჯიხვაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ქუთაისიდან ტაბულას კორესპონდენტი იუწყება. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ. გარდაცვლილის ახლობლები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, ბუჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. პოლიციელს ბრალი სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით წარედგინა. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

კომენტარები