ებოლას ეპიდემია

სიერა ლეონეში ებოლას მსხვერპლთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

nbcnews.com

სიერა ლეონეში ებოლას მსხვერპლთა რაოდენობამ კვირას, 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული სახელმწიფო სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, დღეში 121 ადამიანს მიაღწია. ეს რეკორდული რაოდენობაა მას შემდეგ, რაც ვირუსმა, ოთხი თვის წინ, დასავლეთ აფრიკაში იფეთქა.

ებოლა პირველად მარტში, გვინეაში დაფიქსირდა და მეზობელ ლიბერიას და სიერა ლეონეს მოედო. დღეს ის ყველაზე სახიფათო ეპიდემიად იქცა მას შემდეგ, რაც ექიმებმა პირველად მოახდინეს ებოლას იდენტიფიცირება 1976 წელს.

7,492 შემთხვევიდან ეპიდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1-ლ ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით 3439 ადამიანს მიაღწია.

აშშ-მა დაახლოებით 4000 სამხედრო გააგზავნა ლიბერიაში, რათა წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში. გაერთიანებულმა სამეფომ და ჩინეთმა პერსონალი სიერა ლეონეში გააგზავნეს.

წინა კვირას კუბიდან სიერა ლეონეში 165-კაციანი სამედიცინო ჯგუფი ჩავიდა. კუბური მხარის განცხადებით, მისია რეგიონში ექვსი თვე გაგრძელდება.

 

 

კომენტარები