ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

კალაძე: ევროსაბჭოში ჩვენს წარმომადგენლებს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ

ვიცეპრემიერ კახა კალაძის შეფასებით,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვისას ქართული ოცნების წარმომადგენლებს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ.  ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციის ეთერში განაცხადა.  

“ვფიქრობ, ჩვენს წარმომადგენლებს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ, რადგან ის გაჟღერებული მესიჯები, რაც მოვისმინეთ, აშკარად იმის იდენტური იყო, რაზეც ნაციონალური მოძრაობა საუბრობს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ის, რაც მიხეილ სააკაშვილთან, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გაჟღერდა. მოსახლეობა დღეს სამართლიანობის აღდგენას გვთხოვს. ეს პროცესები დაწყებულია. რა უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, როცა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, თითქოს ახალაია უნდა გათავისუფლდეს. მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი და საინტერესო განცხადება გააკეთა პროკურატურამ. ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, ვის რა თანამდებობა აქვს, კანონის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანია”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა, თუ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეებზე რაიმე კითხვები გააჩნიათ, „ჩამობძანდნენ და გამოძიებისა და სასამართლოს მიმდინარეობას თვალი პირადად მიადევნონ“.

კომენტარები