თეორემა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

ქართული ოცნების გამარჯვების ორი წლისთავი გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციის მიღებით აღინიშნა.

ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ახალაია და შეწყვიტოს ოპოზიციის მიამრთ რევანშისტული პოლიტიკა.

ასამბლეა გმობს წინასწარი პატიმრობის ფართოდ გამოყენებულ პრაქტიკას და საგანგაშოდ მიიჩნევს ყოფილი თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საკუთრების დაყადაღების შემთხვევებს ისეთ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ შეიცავს ბრალდებებს უკანონო ქონებასთან დაკავშირებით.

ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საჯარო სამსახურის პოლიტიკური წმენდის გამო.

რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკური ოპონენტებისა და უმცირესობების მიმართ გაზრდილ ძალადობაზე. ასამბლეა უკმაყოფილებას გამოხატავს ძალადობის შემთხვევების გამოძიების ხარისხის გამო.

საპარლამენტო ასამბლეა მთავრობას მოუწოდებს დროულად აამოქმედონ მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

გულუბრყვილობა იქნება იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება მხედველობაში მიიღებს ჩვენი პარტნიორების პოზიციას და ახლო მომავალში კურსს შეცვლის - გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და შეწყვეტს ოპოზიციის დევნას. მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ცეცხლის თივის ზვინში დამალვის პოლიტიკა, ადრე თუ გვიან დიდი ხანძრით დამთავრდება.

ჩართვა ტაბულას სტუდიიდან - ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, ირაკლი ტაბლიაშვილი.

კომენტარები